გადახდა: პროდუქციისა და მიწოდების საფასურს ერთად იხდით საიტზე. კურიერთან დამატებითი გადახდა არ გიწევთ.
მისამართი: აუცილებლად მიუთითეთ სრული მისამართი: ქალაქი, ქუჩა, კორპუსი, სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი და საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დეტალები.
მიწოდების ვადა: ცენტრალურ ქალაქებში დაახლოებით 4-5 სამუშაო დღე.
გზავნილის კონტროლი: ამანათის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ OnWay-ის ვებგვერდზე, გზავნილის კოდით.
კურიერთან კომუნიკაცია: ჩაბარებამდე კურიერი დაგიკავშირდებათ. გთხოვთ, უპასუხოთ ზარებსა და შეტყობინებებს.
ჩაუბარებელი ამანათი: პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კურიერი მიწოდებას მეორედაც შეეცდება. განმეორებითი ჩაუბარებლობისას ამანათი უკან ბრუნდება. თუ მიზეზი მომხმარებლის მხრიდანაა, გაგზავნისა და დაბრუნების ხარჯები მას ეკისრება.
გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შეკვეთა დროულად და უპრობლემოდ მიიღოთ.