რაუნდ ლაბი - სახის დასაბანი ქაფი

42.00 ₾

არტიკული: ROUND-LAB-DOKDO-CLEANSER-150ML კატეგორია:
აღწერა

ROUND LAB 1025 Dokdo Cleanser 150ml

პროდუქტის შესახებ:

კორეაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახის დასაბანი ქაფი, რომელიც გაღიზიანების გარეშე აშორებს კანს ყოველდღიურ დაბინძურებას, ზედმეტ ცხიმს, მტვერსა და მაკიაჟის ნარჩენებს ისე, რომ ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის შენარჩუნებას და ამცირებს დაბანის შემდეგ სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას.

მსუბუქი და ნაზი გამწმენდი ფორმულის წყალობით, იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, როგორც დილის, ისე საღამოს კანის მოვლის რუტინაში. რეკომენდირებულია გამოიყენოთ დასაბანი ზეთის შემდეგ.

ვისთვის არის რეკომენდებული?

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით მგრძნობიარე, მშრალი, დეჰიდრატირებული, კომბინირებული, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დაბანის შემდეგ კანის სიმშრალე და დაჭიმულობა, ზედმეტი ცხიმიანობა, კანის გაღიზიანება ან სჭირდება ყოველდღიური ეფექტური, მაგრამ ნაზი წმენდა.

ინგრედიენტები:

მინერალებით მდიდარი ზღვის წყალი, სამი სახეობის ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი (პროვიტამინი B5), ალანტოინი, კერამიდი NP, ბეტა-გლუკანი, გლიცერინი, გვირილის ყვავილის ზეთი, ამინომჟავები.

Water, Sodium Cocoyl Isethionate, Glycerin, Sodium Methyl Cocoyl Taurate, Coco-Betaine, Potassium Cocoyl Glycinate, Potassium Benzoate, Sodium Chloride, Polyquaternium-67, Potassium Cocoate, Citric Acid, Fructooligosaccharides, Saccharide Hydrolysate, Disodium EDTA, Pullulan, 1,2-Hexanediol, Allantoin, Panthenol, Sea Water, Sodium Acetate, Butylene Glycol, Chamomilla Recutita (Matricaria) Flower Oil, Caprylic/Capric Triglyceride, Beta-Glucan, Phosphatidylcholine, Hyaluronic Acid, Ethylhexylglycerin, Ceramide NP, Glycine, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Glutamic Acid, Serine, Sodium Hyaluronate, Lysine, Alanine, Arginine, Threonine, Proline.

დამატებითი ინფორმაცია
Brand