რაუნდ ლაბი - სახის დამატენიანებელი ლოსიონი
68.00 ₾
ROUND LAB 1025 Dokdo Lotion 200ml
პროდუქტის შესახებ:
რაუნდ ლაბის 1025 Dokdo Lotion არის მსუბუქი ტექსტურის მქონე სახის დამატენიანებელი ლოსიონი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
შეიცავს სამი სახეობის ჰიალურონის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, სიმშრალის შემცირებასა და კანის სირბილის შენარჩუნებას. მინერალებით მდიდარი ღრმა ზღვის წყალი ხელს უწყობს კანში წყლისა და ცხიმის ბალანსის შენარჩუნებას, ხოლო პანთენოლი, ცენტელა აზიატიკა და გვირილის ექსტრაქტი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
ლოსიონს აქვს მსუბუქი, თხევადი კონსისტენცია, რომელიც მარტივად ნაწილდება კანზე, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს მძიმე ან წებოვან შეგრძნებას. კანის ზედაპირზე ქმნის ტენიანობის შემანარჩუნებელ ფენას, რის შედეგადაც კანი გამოიყურება უფრო გლუვი, დატენიანებული და ბუნებრივად მბზინავი. შესაძლებელია რამდენიმე ფენად გამოყენებაც, დამატებითი დატენიანებისთვის.
ვისთვის არის რეკომენდებული?
შეიცავს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, შესაბამისად შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. ძალიან უხდება მშრალ ან კომბინირებულ კანს, მაგრამ მსუბუქი ტექსტურის წყალობით, კომფორტულია ცხიმიანი კანისთვისაც. პანთენოლისა და დამამშვიდებელი ექსტრაქტების შემცველობა სასარგებლოა გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის.
ინგრედიენტები:
სამი სახეობის ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი (პროვიტამინი B5), მინერალებით მდიდარი ზღვის წყალი, ცენტელა აზიატიკა, სკვალანი, მაკადამიის თესლის ზეთი, ბეტა-გლუკანი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E).
Water, Glycerin, Macadamia Integrifolia Seed Oil, 1,2-Hexanediol, Pentylene Glycol, Chondrus Crispus Extract, Saccharum Officinarum (Sugarcane) Extract, Sea Water, Hyaluronic Acid, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Sodium Hyaluronate, Panthenol, Squalane, Butylene Glycol, Polyglyceryl-3 Methylglucose Distearate, Glyceryl Stearate, Hydrogenated Polydecene, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Jojoba Esters, Caprylyl Glycol, Tromethamine, Sodium Phytate, Tocopherol, Sodium Carboxymethyl Beta-Glucan, Ethylhexylglycerin, Cetearyl Alcohol, Carbomer.
| Brand | ROUND LAB |
|---|
